25 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
სამთავრობო კარუსელის კონფიგურაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - ანა ბუჩუკური

1-ელ თებერვალს გაიმართება "ქართული ოცნების" ყრილობა, სადაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი, პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძეს ოფიციალურად წარადგენს. ამის შემდეგ პროცესები უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს, სადაც დატვირთული და პოლიტიკურად აქტიური მომდევნო კვირისთვის ემზადებიან. სწორედ საკანონმდებლო ორგანოში წარადგენს ირაკლი კობახიძე სამთავრობო გუნდსა და პროგრამას.

იმისთვის, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადოს, საჭიროა დეპუტატთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. უკვე ცნობილია, რომ ირაკლი კობახიძის კაბინეტს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება, თუმცა მმართველ გუნდს საკმარისი ხმები აქვს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ "სამთავრობო კარუსელის კონფიგურაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს".

"სამთავრობო კარუსელის კონფიგურაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, როგორ წარიმართება პროცესი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ ბერკეტებსა და იმ ინსტრუმენტებს, რომელსაც პარლამენტი და რეგლამენტი კონსტიტუციურად გვანიჭებს. სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ ამ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და კონსტიტუციას პატივს ვცემთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესები ისე წარიმართება, საინტერესოც კი არ იქნება", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, დავით ხაჯიშვილი ამბობს, რომ პარლამენტში მივლენ და კრიტიკულ კითხვებსაც დასვამენ.

"ამ ფარსში, რა თქმა უნდა, მონაწილეობა არ გვსურს, თუმცა ჩვენი ვალდებულებაა, მოვიდეთ, მოვუსმინოთ და, რა თქმა უნდა, კრიტიკული კითხვებიც დავსვათ, რადგან არ შეიძლება, არ იყოს ამ პროცესთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვები. შესაბამისად, ვნახავთ, როგორ გაშიშვლდებიან პოლიტიკურად ჩვენი ოპონენტები პარლამენტში. ცვლილებები არ არის გამორიცხული და, დიდი ალბათობით, ასეც იქნება - რამდენიმე დეპუტატი გადაინაცვლებს მინისტრების სავარძლებში," - აცხადებს დავით ხაჯიშვილი.

დღის ამბები