საქართველოს ტყეებში არსებული მდგომარეობის შესახებ ზუსტი მონაცემებისა და ინფორმაციის მიღების მიზნით, საქართველოში პირველად ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვა და ინვენტარიზაცია. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც საერთაშორისო, ისე - ქართველი ექსპერტები.
ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები, ქვეყნის მასშტაბით, 2019-2021 წლებში განხორციელდა, ხოლო 2022-2023 წლებში, საველე სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემები დამუშავდა და მომზადდა შესაბამისი ანგარიში და რეკომენდაციები. შედეგად, ქვეყანას ტყის მონიტორინგის სისტემისა და სამეცნიერო კვლევების განვითარების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერების შესაძლებლობა მიეცემა.
საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ანგარიშის პრეზენტაციის ღონისძიება საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პროექტის „ECO Georgia” ფარგლებში გაიმართა.