25 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საინიციატივო ჯგუფის წევრები რეორგანიზაციის შესახებ განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვენ.

სარჩელს კლინიკის 200-მდე თანამშრომელი აწერს ხელს.

"ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება - რეაქცია ამ უსამართლო გადაწყვეტილებაზე. სასამართლოში შემოვიტანეთ სარჩელი რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ. მივიჩნევთ, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო გადაწყვეტილება, რომელსაც ვასაჩივრებთ. 200 კაცამდე ვაწერთ ხელს ამ საჩივარს," - აცხადებს ერთ-ერთი მომჩივანი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ საავადმყოფოს დემონტაჟისა და მის ადგილას ახალი კლინიკის აშენების გადაწყვეტილება 22 იანვარს მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა სასურველი კომპენსაციის პაკეტი უკვე აირჩია და მათთან შესაბამისი დოკუმენტი იურიდიულად გაფორმდა.

დღის ამბები