25 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
წლის დასაწყისიდან, რუსეთმა უკრაინის ქალაქებისკენ 330-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და დაახლოებით 600 საბრძოლო დრონი გაუშვა - ასეთ ტერორისტულ ზეწოლას რომ გაუძლო, საჭიროა საკმარისად ძლიერი საჰაერო დაცვა - ზელენსკი

2024 წლის დადგომის შემდეგ, რუსეთმა უკრაინაში უკვე 330-ზე მეტი რაკეტა და თითქმის 600 დრონი გაუშვა, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ცაზე კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია.

„წლის დასაწყისიდან, რუსეთმა უკრაინის ქალაქებისკენ 330-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და დაახლოებით 600 საბრძოლო დრონი გაუშვა. ასეთ ტერორისტულ ზეწოლას რომ გაუძლო, საჭიროა საკმარისად ძლიერი საჰაერო დაცვა. სწორედ ასეთ საჰაერო ფარს ვაშენებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. საჰაერო თავდაცვა და ელექტრონული ომი ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია. რუსული ტერორი უნდა დავამარცხოთ - ეს მიღწევადია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები