ნიგერიის ისლამურ სკოლაში აფეთქების შედეგად 7 ბავშვი დაიღუპა - შემთხვევა ბორნოს შტატში, გუიბოს რაიონში, შაბათს მოხდა, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომელიც შეცდომით ლითონის ჯართად მიიჩნიეს.
6-მა ბავშვმა, რომელთა ასაკი 7-დან 11 წლამდე იყო, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჯართთან ერთად სკოლის დაუმთავრებელ შენობაში შეინახა.
უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვები ჯართის გაყიდვას 15 წლის მოზარდზე ცდილობდნენ, რომელიც მეშვიდე მსხვერპლია.