25 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
საქართველო, როგორც "შუა დერეფნის" საკვანძო მონაწილე - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბრიუსელში მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველო, როგორც "შუა დერეფნის" საკვანძო მონაწილე - ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ბრიუსელში მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმის სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

გურამ გურამიშვილმა თავის გამოსვლაში ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების მნიშვნელობასა და ამ პროცესში საქართველოს როლზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო, რომელთაც საქართველოს მთავრობა შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით ახორციელებს.


დღის ამბები