25 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
თბილისის შემდეგ ქუთაისი - უძველესი სატახტო ქალაქი ანსამბლ "შვიდკაცას" გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება

თბილისის შემდეგ ქუთაისი - უძველესი სატახტო ქალაქი ანსამბლ "შვიდკაცას" გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება. მომღერლები, რომლებიც უკვე 25 წელია სცენაზე დგანან, მსმენელის წინაშე ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრთან ერთად წარდგებიან.

ჯანსუღ კახიძის უკვდავ კომპოზიციებთან ერთად, მსმენელი, ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში 31 იანვარს თანამედროვე ავტორების კომპოზიციებსაც მოისმენს. "შვიდკაცასთან" ერთად კონცერტზე მისული მოქალაქეების განწყობაზე იზრუნებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავებიც.

ქუთაისის გარდა, ანსამბლი "შვიდკაცა" კონცერტებს სხვა ქალაქებშიც გამართავს.

დღის ამბები