25 ნოემბერი 2024,   19:01
ვრცლად
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შალვა პააპუაშვილმა და საქართველოში ისრაელის ელჩმა.

კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ჰოლოკოსტმა 6 მილიონი უდანაშაულო ებრაელის სიცოცხლე შეიწირა. ღონისძიებაზე ჰოლოკოსტის ამსახველი ფოტოგამოფენა იყო წარმოდგენილი.

“დღეს ჩვენ ერთობლივად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გავიხსენეთ ჰოლოკოსტი. ვიხსენებთ მსხვერპლს, ვიხსენებთ გადარჩენილებს და გაკვეთილებს, რაც ვისწავლეთ. 7 ოქტომბერს საშინელი თავდახსმის შემდეგ ისევ გაიზარდა ანტისემიტიზმი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც არასოდეს, ერთად ვიმუშაოთ, ინვესტიცია განათლებაში ჩავდოთ, უკეთესი საზოგადოების შექმნაში, რომელიც ანტისემიტიზმისგან შორსაა,“ - აცხადებს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი.

დღის ამბები