ჯანდაცვის სამინისტრო, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრებს განაგრძობს, - ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა, კომპენსაციის სასურველი პაკეტი უკვე აირჩია და მათთან შესაბამისი დოკუმენტი იურიდიულად გაფორმდა.
"პატივს ვცემთ კლინიკის თანამშრომლების სურვილს, კოლეგების ნაწილისგან, ზეწოლის თავიდან ასარიდებლად, მათი ვინაობა და გადაწყვეტილება კომპენსაციებთან დაკავშირებით, დარჩეს კონფიდენციალური. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია უწყების მიერ არ გასაჯაროვდება", - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.