25 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
მეტი ინვესტიციის განხორციელება გვიწევს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ფიზიკურ კავშირებში, რათა ვიპოვოთ ახალი ალტერნატივები ტრანსპორტისთვის - ეს ახალ სიცოცხლეს მისცემს უძველეს აბრეშუმის გზას - ჟოზეფ ბორელი

ჩვენ გაცილებით მეტი ინვესტიციის განხორციელება გვიწევს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ფიზიკურ კავშირებში, რათა მოგვეცეს საშუალება დავძლიოთ წარსული დამოკიდებულებები, განვასხვაოთ და ვიპოვოთ ახალი ალტერნატივები ტრანსპორტისთვის, ენერგეტიკისა და მიწოდების ჯაჭვებისთვის. ეს ახალ სიცოცხლეს მისცემს უძველეს აბრეშუმის გზას, რომელიც დაუკავშირდება ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და სამხრეთ კავკასიაში, - აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

ჟოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი გეგმავს, გაამრავალფეროვნოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები.

„საზღვრები არის, მაგრამ თქვენ მათ ვერ ხედავთ და დაბრკოლებას საზღვარი არ ქმნის. მოგზაურობა ბევრად უფრო ადვილია და ბევრად უფრო მომგებიანი. ეს არის ის, რისი გაკეთებაც მთელ მსოფლიოს შეუძლია - გახადოს საზღვრები გამჭვირვალე, რათა ადამიანები, ტვირთი ერთი ქვეყნიდან მეორეში რაც შეიძლება მარტივად გადავიდეს. ჩვენ გაცილებით მეტი ინვესტიციის განხორციელება გვიწევს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ფიზიკურ კავშირებში, რათა მოგვეცეს საშუალება დავძლიოთ წარსული დამოკიდებულებები, განვასხვაოთ და ვიპოვოთ ახალი ალტერნატივები ტრანსპორტისთვის, ენერგეტიკისა და მიწოდების ჯაჭვებისთვის. ეს ახალ სიცოცხლეს მისცემს უძველეს აბრეშუმის გზას, რომელიც დაუკავშირდება ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და სამხრეთ კავკასიაში. ეს არის ჩვენი გამოწვევა. სწორედ ამიტომ ვართ აქ: ვეძიოთ ფინანსური რესურსები, რაც მას რეალობად აქცევს. რეგიონის შეცვლა, სხვა რეგიონების საზღვრებთან დაკავშირება როგორიცაა თურქეთი, სამხრეთ კავკასია, ევროპა, ჩინეთის გზაზე, ეს არის გამოწვევა, რომლისათვისაც ევროპამაც და ცენტრალურმა აზიამაც უნდა გააძლიეროს ჩვენი მდგრადობა და ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიკაცია მოახდინოს. მინდა ხაზგასმით განვაცხადო: გავამრავალფეროვნოთ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები“, - აღნიშნა ბორელმა. 

ევროპა-ცენტრალურ აზიას შორის კავშირების განვითარების პერსპექტივაზე, ორი დღის განმავლობაში, ბრიუსელში გამართულ ინვესტორთა პირველ ფორუმზე მსჯელობენ. შეხვედრაზე განიხილავენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2023 წლის კვლევას, რომლის მიზანიც ყველაზე მდგრადი და პერსპექტიული მარშრუტების იდენტიფიცირება იყო. კვლევის თანახმად, ტრანსკასპიური მარშრუტი, ანუ შუა დერეფანი, ყველაზე მიმზიდველად შეფასდა.

დღის ამბები