25 ნოემბერი 2024,   19:03
ვრცლად
კითხვებზე პასუხები იმ ადამიანებს აქვთ გასაცემი, ვინც ამ თანხებს იღებენ და შესაბამისად მოქმედებენ - მაკა ბოჭორიშვილი ხიდაშელის ორგანიზაციასა და ტაივანურ ფონდზე

აღიარებს თუ არა ერთიანი ჩინეთის პრინციპს პარტია "ლელო" - კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საჯარო დოკუმენტებით დადასტურდა, რომ თინა ხიდაშელის "სამოქალაქო იდეა" ტაივანური ფონდიდან ფინანსდება. ეს ფონდი კი, თავის მხრივ, ტაივანის პოლიტიკური ლიდერის მიერ არის დაფინანსებული. სამოქალაქო იდეის საქმიანობაში "ლელოს" წევრი, დავით უსუფაშვილიც მონაწილეობს.

მმართველი გუნდის შეფასებით, "ლელო", რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით, ცდილობს, ურთიერთობა გააფუჭოს ჩინეთთან, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებამ უნდა მოისმინოს კითხვებზე პასუხი.

"კითხვებზე პასუხები იმ ადამიანებს აქვთ გასაცემი, ვინც ამ თანხებს იღებს და შესაბამისად მოქმედებს. საზოგადოებამ უნდა მოისმინოს პასუხები, რას ემსახურება ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი ხომ არ არის მიმართული ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანებისკენ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები