25 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
როდესაც პოლიტიკოსს ამბიცია ან სურვილი აქვს, ხელისუფლებას წარმოადგენდეს, ფრთხილად უნდა ვიყოთ შეფასებებში - მიხეილ სარჯველაძე

აღიარებს თუ არა ერთიანი ჩინეთის პრინციპს პარტია "ლელო" - კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საჯარო დოკუმენტებით დადასტურდა, რომ თინა ხიდაშელის სამოქალაქო იდეა ტაივანური ფონდიდან ფინანსდება. ეს ფონდი კი, თავის მხრივ, ტაივანის პოლიტიკური ლიდერის მიერ არის დაფინანსებული. სამოქალაქო იდეის საქმიანობაში "ლელოს" წევრი, დავით უსუფაშვილიც მონაწილეობს.

მმართველი გუნდის შეფასებით, "ლელო", რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით, ცდილობს, ურთიერთობა გააფუჭოს ჩინეთთან, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ განცხადებების გაკეთებამდე ყველა პოლიტიკოსი ფრთხილი უნდა იყოს.

"ეს ძალიან სახიფათო თემებია, პირდაპირ ვამბობ... შეიძლება, რისკის ქვეშ აყენებდეს ჩვენი ქვეყნის მთავარ ინტერესს - მაგალითად, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას.

როდესაც პოლიტიკოსს ამბიცია აქვს ან სურვილი აქვს, ხელისუფლებას წარმოადგენდეს, ფრთხილად უნდა ვიყოთ შეფასებებში," - აცხადებს სარჯველაძე.

დღის ამბები