25 ნოემბერი 2024,   18:58
ვრცლად
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა "მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების" პროექტს იწყებს

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, ახალ პროექტს იწყებს.

პროექტის "მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულება" ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 50 ბიზნესკომპანია შეირჩევა.

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ვეკუას განცხადებით, პირველ ეტაპზე, გამოიკვლევენ კომპანიების საჭიროებებს და ბიზნესებისთვის ტრენინგპროგრამას შეიმუშავებენ.

მისივე თქმით, პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც თბილისის მიღმა, რეგიონებში მოქმედებს.

"პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, შეირჩევა 50 კომპანია, სადაც განხორციელდება, მათი სრული გაციფრულება. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, აღნიშნული კომპანიების საჭიროებების კვლევა მოხდება და, სწორედ ამ საჭიროებებზე დაფუძნებით, შემუშავდება უნიკალური ტრენინგპროგრამა და სამი თვის განმავლობაში მოხდება მათი თანამშრომლების სრული გადამზადება", - განაცხადა გიორგი ვეკუამ.

დღის ამბები