25 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმა, რომლის შედეგადაც 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ჯო ბაიდენის სისუსტისა და დანებების შედეგია - ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი იორდანიაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. დონალდ ტრამპის თქმით, თავდასხმა ჯო ბაიდენის სისუსტის ბრალია.

„იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმისას, 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და უფრო მეტი დაშავდა. საშინელი დღეა ამერიკისთვის. ჩემი ღრმა თანაგრძნობა იმ მამაცი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, რომლებიც დავკარგეთ. შეერთებულ შტატებზე ეს თავხედური თავდასხმა ჯო ბაიდენის სისუსტისა და დანებების კიდევ ერთი შემზარავი და ტრაგიკული შედეგია“, – წერს დონალდ ტრამპი.

იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე თავდასხმას 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

დღის ამბები