25 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე თავდასხმას 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა

თავდასხმა იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე - არის მსხვერპლი. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით, BBC წერს, რომ დაღუპულია 3 ამერიკელი ჯარისკაცი, დაშავდა 25. თავდასხმა, სირიის საზღვართან ახლოს მდებარე ბაზაზე, დრონებით მოხდა.

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია იუწყება, რომ 7 ოქტომბრიდან, „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა რამდენჯერმე განხორციელდა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რეგიონში ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ.

მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მომხდარს საპასუხო ქმედება მოჰყვება.

დღის ამბები