25 ნოემბერი 2024,   19:01
ვრცლად
მოგზაურობა დროში - უნიკალურის ძიება და კოლექციონერის ცხოვრების თანმდევი აზარტული რიტმი

მოგზაურობა დროში - უნიკალურის ძიება და თანმდევი აზარტი კოლექციონერის ცხოვრების რიტმია. ყველა ნივთი კაცობრიობის მეხსიერებაა, რომელიც საბოლოოდ კოლექციონერის სახლში დაიდებს ბინას.

გოგა ქართველიშვილი ვინილებს 1991 წლიდან აგროვებს. მის კოლექციაში არაერთი რარიტეტული ფირფიტაა. მუსიკის შემგროვებელს ვინილების მიმართ ინტერესი არც კასეტის დროს განელებია. "სიდის" ეპოქაშიც ფირფიტაზე მოსმენილ მუსიკას მისთვის სხვა მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა.

დღეს, მისი კოლექცია 1500-დან 2000-მდე ფირფიტას ითვლის, მათთან ერთად ისტორიასაც, რადგან ყველა ფირფიტას საკუთარი წარსული აქვს. გამოშვების ტირაჟიდან გამომდინარე, ყველაზე რთული შესაგროვებელი მაინც ქართული მუსიკაა, ამიტომ, არის ფირფიტები, რომელსაც ვინილების კოლექციონერი წლების განმავლობაში ეძებდა.

ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს ერთი შეხედვით უცნაური გატაცება აქვს. თენგიზ ცერცვაძის კაბინეტში 1300-მდე ბუს იშვიათ ეგზემპლარს შეხვდებით. პირველად ამ ფრინველით ნადირობის დროს მოიხიბლა, როცა წლების წინ, მეგობრებთან ერთად ტყეში ბუს გადაეყარა. თავის გამოჩენის მიზნით, ერთ-ერთმა მადლიერმა პაციენტმა ცოცხალი ბუ უსახსოვრა.

მინიატიურული ავტომობილების სიყვარულით გამოირჩევა 29 წლის კალათბურთის მწვრთნელი. მის კოლექციაში თავმოყრილია როგორც ძველი, ისე თანამედროვე მოდელები. ნიკას 20 წლის წინ დედამ სათამაშოდ მანქანა უყიდა, სწორედ ეს გახდა მოტივაცია იმისა, რომ დღეს 160 მინიატიურული ავტომობილის მფლობელია.

სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის მიუხედავად, სამივეს ერთი მიზანი აქვთ, რაც შეიძლება მეტი უნიკალური ნივთი იპოვონ და სამომავლოდ, თავიანთ კოლექციაში ბევრ ამბავს მოუყარონ თავი.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები