25 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი "ლუზერად" მოიხსენია

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი "ლუზერად" მოიხსენია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს ხვდებოდა, სადაც მან სიტყვით გამოსვლისას, ყოფილი პრეზიდენტი სხვადასხვა დროს გაკეთებული მისი გამონათქვამების გამო გააკრიტიკა.

"დონალდ ტრამპმა, როდესაც ის მთავარსარდალი იყო, უარი თქვა ამერიკელი ჯარისკაცების საფლავების მონახულებაზე პარიზის გარეუბანში და ჩვენი გმირები სულელებად და "ლუზერებად" მოიხსენია. როგორ ბედავს ამის თქმას? როგორ ბედავს ჩემს შვილზე და სხვებზე ასე ლაპარაკს. მე მათ პატრიოტებს და გმირებს ვუწოდებ. ერთადერთი "ლუზერი", რომელსაც ვხედავ, დონალდ ტრამპია. ეს მე მაბრაზებს, ბოდიშს ვიხდი სიბრაზისთვის, მაგრამ ეს ნამდვილად შეურაცხმყოფს", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები