25 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოადგილესთან ერთად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა.

საუბარი შეეხო თანამშრომლების სამუშაო პირობების უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით, განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამჟამად, გარდაბანსა და ქუთაისში, ბაზის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო თბილისში, ოთხსართულიანი ყაზარმის მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების აქტიურად გრძელდება. პროცესი გაგრძელდება და უკვე დაგეგმილია თელავისა და რუსთავის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზის მშენებლობა.

ვახტანგ გომელაურმა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები