25 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
მოწადინებულები ვართ ყველა დისკუსიაში მივიღოთ მონაწილეობა - ალექსანდრე რაქვიაშვილი 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესის შესახებ

პარტია "გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დათქმული ცხრა პრიორიტეტის შესრულების პროცესში, მმართველ გუნდთან ერთად, მიიღებს მონაწილეობას, თუმცა არ აქვს მოლოდინი, რომ ეს სერიოზული სამუშაო პროცესი იქნება.

მისივე თქმით, "გირჩის" მიზანია, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რომელსაც არსებული 9 პუნქტი აღწერს.

"მოწადინებულები ვართ ყველა დისკუსიაში მივიღოთ მონაწილეობა. რაც უფრო მეტი სივრცე იქნება იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რომელიც ეს 9 პუნქტი აღწერს, მით უკეთესი. არ შემიძლია ვილაპარაკო რას იზამენ ჩემი კოლეგა ოპოზიციონერები, იმიტომ, რომ ეს ალბათ დამოკიდებული იქნება მათ პოლიტიკურ მიზნებზე და იმაზე, თუ რას შემოგვთავაზებენ "ქართული ოცნებიდან". არ მაქვს მოლოდინი, რომ სერიოზული მუშაობის პროცესი იქნება", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები