25 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
განადგურებული კერძო სახლები, სკოლები, ბაღები, სავაჭრო ცენტრები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა - ომის 703-ე დღე უკრაინაში

ომის 703-ე დღეს უკრაინის 7-ზე მეტი ოლქის 120-ზე მეტი დასახლება რუსეთის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. მათ შორის იყო სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის ტერიტორიები.

გასული 24 საათის განმავლობაში, 98 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთის ძალების მხრიდან დარტყმების შედეგად, არიან დაღუპულები და დაშავებულები. განადგურდა კერძო სახლები, სკოლები, ბაღები, სავაჭრო ცენტრები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დღითიდღე იზრდება რუსული ჯარის დანაკარგიც.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ხარკოვში იმყოფებოდა. უკრაინაში ვიზიტის ამსახველ ფოტომასალა მან სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა. უკრაინისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრის დროს დრონების ერთობლივ წარმოებაზე ისაუბრეს.

თავის ყოველდღიურ მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან, სამხედროებთან ერთად, საბრძოლო ოპერაციები დეტალურად განიხილა, ისევე, როგორც - იარაღის მიწოდებისა და საერთაშორისო თანადგომის აუცილებლობა.

ბოლო მონაცემებით, რუსული აგრესიის შედეგად, უკრაინაში 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 520-ზე მეტი ბავშვია. დაშავებულთა რიცხვი 18 000-ს აჭარბებს.

დღის ამბები