25 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
საფრანგეთის მთავრობის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად, ფრანგი ფერმერები აქციებს აგრძელებენ

საფრანგეთის მთავრობის დათმობების მიუხედავად, ადგილობრივი ფერმერები აქციებს აგრძელებენ. საპროტესტო გამოსვლები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. Reuters-ის ცნობით, აქციების მონაწილეები ამბობენ, რომ დემონსტრაციების შესაწყვეტად, ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები საკმარისი არაა.

ცნობისთვის, საფრანგეთის მთავრობამ უარი თქვა ფერმერების მოთხოვნაზე, შემცირდეს გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დიზელზე, ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლის შესამცირებლად კი, სხვა ზომების მიღება გამოაცხადა. სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებს ეს არასაკმარისად მიაჩნიათ და აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

დღის ამბები