25 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
თბილისის ქუჩებში ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდა

დედაქალაქის ქუჩებში ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდა. როგორც "რუსთავი 2-ს" თბილისის მერიაში განუცხადეს, ავტობუსები სატესტო რეჟიმში გადაადგილდება. ტრანსპორტი, სხვადასხვა ხაზზე, ეტაპობრივად დაინიშნება.

მაღალი ტევადობის ახალი ავტობუსები იმოძრავებს წინასწარ განსაზღვრულ დერეფნებზე, რომელიც, საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად კვლევის შედეგად, მაღალი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით შეირჩა.

სატესტო რეჟიმის შემდეგ გადაწყდება, პირველად რომელ მარშრუტზე დაინიშნება ახალი, მაღალი ტევადობის ტრანსპორტი.

დღის ამბები