სამხრეთ გვატემალაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები მეზობელ სალვადორშიც იგრძნობოდა, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით წერს.
არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,1 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგების ეპიცენტრი 108 კმ სიღრმეზე იყო. დაზიანებულია შენობები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.