ნინოობასთან დაკავშირებით, მომლოცველები ბოდბეში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ. საზეიმო წირვა მეუფე იაკობმა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, მეუფემ მრევლს ქადაგებით მიმართა.
"ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს - ამ დიდ დღესასწაულს. ჩვენი დიდი დედის, წმინდა ნინოს ხსენებას.
ეკლესიასთან ბრძოლას თავი დაანებეთ, იმიტომ რომ კლდესა ზედა დავაფუძნო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო. ვერ მოერევით. მოკლე ისტორიული მეხსიერება არ გვაქვს. ვინც იძახის ეკლესიაზე "რუსული", "რუსული", "რუსული" გადახედოს "ეროვნულ მოძრაობას". ნახონ, "ეროვნული მოძრაობის" მართლაც პატრიოტი წევრები რას ამბობდნენ მათზე, ვინ იყვნენ და რა იყვნენ.
გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით - მუქარის გარეშე. არაფერზე დგახართ, არც სარწმუნოებმა, არც მრწამსი არ გაქვთ, რამით რომ შეგვიტიოთ. ჩვენთან თუ რაიმე ცუდია, გამოვასწორებთ, თქვენ თქვენს თავებს მიხედეთ." - განაცხადა მეუფე იაკობმა.