25 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
"რეიტინგების ომი" ახალი წლის დასაწყისიდან გააჩაღეს ჩვენმა ოპონენტებმა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საქართველოს, თავიანთი სამშობლოს წინააღმდეგ - გია ცაგარეიშვილი

ჩვენ არავის ვედრებით, ჩვენს გზას მივუყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად და ამ გზაზე ძალიან დიდ წარმატებებსაც ვაღწევთ, რაც თვალშისაცემია, - აცხადებს ფრაქციის „ქართული ოცნება" თავმჯდომარის მოადგილე.

გია ცაგარეიშვილმა ისაუბრა იმ "რეიტინგების ომზე", რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ხელისუფლებას გამოუცხადა.

მისი თქმით, 2023 წლის ინდექსის შესახებ კვლევა ევროკავშირის მიერ არ ჩატარებულა, რაშიც საზოგადოების დარწმუნებას აღნიშნული არასამთავრობოები ცდილობენ.

"ცოტა ხნით შევჩერდები კვლევებზე და ამ ე.წ. რეიტინგების ომზე, რომელიც ახალი წლის დასაწყისიდან გააჩაღეს ჩვენმა ოპონენტებმა, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საქართველოს, თავიანთი სამშობლოს წინააღმდეგ.

იცით, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსი, რომლითაც შეფასდა სხვა ქვეყნებთან - მოლდოვასთან, უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან შედარებით, ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების, კორუფციის პრობლემების, სასამართლოს თავისუფლების, მმართველობის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლებისა და ა.შ სფეროში. გაცხადდა, რომ, თითქოს, ჩვენ გვისწრებს მოლდოვა, უკრაინა და ქალბატონი ხიდაშელი, სხვა არასამთავრობოების წარმომადგენლები ამბობენ, თითქოს ეს არის ერთგვარად ევროკავშირის შეფასება. მაყურებელმა რომ კარგად გაიგოს, ეს კვლევა ჩაატარეს მხოლოდ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. სხვათა შორის, მათი ნაწილი პარლამენტის წინ აღმართულ ტრიბუნაზე ან ტრიბუნასთან ახლოს იდგა, როცა ლამობდა ხელისუფლების შეცვლას ე.წ კოალიციური "ენჯეოშნიკური" მთავრობის დაკომპლექტებას", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

დღის ამბები