25 ნოემბერი 2024,   18:57
ვრცლად
სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის საქმეზე დონალდ ტრამპს $83 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა

სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის საქმეზე დონალდ ტრამპს 83 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა. BBC-ის ცნობით, აღნიშნული თანხიდან 18 მილიონი ზარალის კომპენსაციაა მწერლისთვის, 65 მილიონი კი – ჯარიმა.

მწერლის რეპუტაციის შელახვაში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულად 2023 წლის სექტემბერში ცნეს. ელიზაბეთ ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპი, 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში მასზე სექსუალურად ძალადობაში დაადანაშაულა.

დღის ამბები