ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, კიევი მუშაობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტის ორგანიზებაზე, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
თუ შეთანხმება მიიღწევა, ეს იქნება ორბანის პირველი ვიზიტი უკრაინაში მას შემდეგ, რაც ქვეყანას თავს რუსეთი დაესხა.
როგორც Reuters-ი წერს, მომდევნო კვირის ორშაბათს უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საუბრის ერთ-ერთ თემად ორბანის ვიზიტიც განიხილება.