25 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
ტრამპის ყოფილ მრჩეველს 4-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

სავაჭრო საკითხებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, პიტერ ნავაროს, სასამართლომ 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიზეზი "კონგრესის მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობა". 

ტრამპის ყოფილი მრჩეველი ორი მუხლით გაასამართლეს - ჩვენების მიცემაზე უარის თქმა და პალატის სპეციალური კომიტეტისთვის იმ დოკუმენტების გადაცემაზე უარი, რომლებიც კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიებისთვის იყო საჭირო. ფედერალური პროკურორები მისთვის 6-თვიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მან, „ისევე როგორც კაპიტოლიუმზე თავდასხმის მონაწილეებმა, პირველ ადგილზე დააყენა პოლიტიკა და არა ქვეყანა - ნავარომ კონგრესის გამოძიება დაბლოკა. მან ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთგულება ამჯობინა უზენაეს კანონს“.

პიტერ ნავაროს ასევე დაეკისრა ჯარიმა 9500 დოლარის ოდენობით.

"თქვენ არ ხართ მსხვერპლი, თქვენ არ ხართ პოლიტიკური დევნის ობიექტი", - უთხრა მოსამართლემ ნავაროს, რომელიც თავს პოლიტიკური დევნის ობიექტს უწოდებდა.

დღის ამბები