გერმანიის მოსახლეობის რაოდენობის ნიშნულმა 84.7 მილიონს მიაღწია. მხოლოდ 2023 წლის განმავლობაში (ძირითადად, მიგრანტების შედინების ხარჯზე), ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 300,000-ით გაიზარდა, - წერს Deutsche Welle სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით.
ქვეყანაში მიგრანტების შედინების მაჩვენებელი მკვეთრად დაბალი იყო 2022 წლის მონაცემებზე, თუმცა ამ ორი წლის მაჩვენებელთა შედარება მიზანშეწონილი არაა, ვინაიდან 2022 წელს იმიგრაციის ძირითადი ფაქტორი, ომის დაწყების გამო, გერმანიაში უკრაინელთა მასობრივი შედინება გახდა.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციითვე, გასულ წელს გერმანიაში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე - დაიბადა.