25 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
ფრინველის გრიპის გავრცელების გამო, დანიაში 25,000 ინდაურს გაანადგურებენ

დანიის კუნძულ ზელანდიაზე მდებარე ერთ-ერთ ფერმაში, ფრინველის გრიპის გავრცელების გამო, 25,000 ინდაურის განადგურება იგეგმება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ფერმის ირგვლივ, დროებით, სანიტარული კონტროლის ზონა დაწესდება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი შეამცირონ.

ეს, 2024 წელს, დანიაში H5N1-ის დაფიქსირების პირველი შემთხვევაა.

ფრინველის გრიპი ძალიან იშვიათად გადადის ადამიანებზე, მაგრამ ფატალურია ფრინველებისთვის.

დღის ამბები