25 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
4-მილიონიანი საქართველოს ბაზრისა და რუსეთის 150-მილიონიანი ბაზრის ასე პირდაპირ შეფასება პოპულიზმია, რასაც ვაშაძე და ძმანი მისნი ხშირად მიმართავენ - ირაკლი ქადაგიშვილი

2022-2023 წლებში, რუსეთის ბაზარი 500-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა, თუმცა საქართველოში არცერთი არ შემოსულა - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გააკეთა და ხელისუფლება გააკრიტიკა.

პოლიტიკოსის ხედვით, რუსეთიდან გასული ინვესტიციების 5-7% მაინც რომ შემოსულიყო საქართველოში, ქვეყანა უმუშევრობის პრობლემას მოაგვარებდა.

გიორგი ვაშაძის მათემატიკა "ჩვეულებრივი პოპულიზმია" "ქართული ოცნებისთვის". როგორც უმრავლესობაში ითქვა, 4-მილიონიანი საქართველოს ბაზრისა და რუსეთის 150-მილიონიანი ბაზრის პირდაპირი შეფასება არასერიოზულია.

"ბატონ ვაშაძის ამ აღვირახსნილ პოპულიზმზე სერიოზული ლაპარაკი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, იმიტომ, რომ, ელემენტარულად, უნდა გაითვალისწინო, რატომ იყო მსოფლიოს ყველა კომპანია რუსეთის ბაზარზე შესული. შესული იყო იმიტომ, რომ რუსეთი არის ძალიან დიდი ბაზარი, 150 მლნ-იანი მაღალმსყიდველობითუნარიანი ბაზარი. აქედან გამომდინარე, 4-მილიონიანი საქართველოს ბაზრისა და რუსეთის 150 მლნ-იანი ბაზრის ასე პირდაპირ შეფასება არის ჩვეულებრივი პოპულიზმი, რასაც ვაშაძე და ძმანი მისნი ხშირად მიმართავენ. აზერბაიჯანში, ამ მიზეზით, არანაირი განსაკუთრებული კომპანია არ გადასულა," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები