25 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
სლოვაკეთის პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის არ სჯერა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის არ სჯერა. აღნიშნული განცხადება მან უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

როგორც სლოვაკეთის პრემიერმა აღნიშნა, მიესალმება უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმას, თუმცა მას არარეალურად მიიჩნევს. ფიცომ ასევე დაადასტურა სლოვაკეთის მხარდაჭერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებზე, მაგრამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეწინააღმდეგება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას და, იმ შემთხვევაში, თუ საქმე წევრობამდე მივა, კენჭისყრაზე სლოვაკეთი ვეტოს გამოიყენებს.

დღის ამბები