25 ნოემბერი 2024,   19:00
ვრცლად
მამაკაცი, რომელიც ორბელიანზე დაჭრეს, სასწრაფო დახმარების ავტომობილში გარდაიცვალა

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ის სასწრაფო დახმარების ავტომობილში, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კაცს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

ამ წუთებში დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები