25 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი იტალიის ახალ ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი იტალიის ახლად დანიშნულ ელჩს, მასიმილიანო დანტუ-ონოს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. აღინიშნა, რომ იტალია საქართველოს საიმედო პარტნიორია და ორ ქვეყანას საერთო-ევროპული ღირებულებები აკავშირებს.

"ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ქვეყანა აფასებს იტალიის დიდ როლს ამ პროცესში. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების სხვადასხვა კუთხით კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის - ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით", - აღნიშნულია მტავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები