25 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" და ლელოს PR კონსულტანტი - ჯერემი როზნერი საქართველოში დაბრუნდა

პარტია ”ლელოს” კარი მედიისთვის დღესაც დახურული იყო. ლიდერებმა ჟურნალისტების შეკითხვებს ისევ ოფისის გარეთ უპასუხეს. "ნაციონალური მოძრაობიდან" "ლელოში" გადასულ პიარკონსულტანტთან დაკავშირებით, პარტიის დამფუძნებელმა კომენტარი არ გააკეთა. მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, ირაკლი კუპრაძემ დაადასტურა, რომ ჯერემი როზნერთან და მის ლობისტურ კომპანიასთან, "ლელომ" კონტრაქტი უკვე გააფორმა და თბილისში მყოფი საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის სპეციალისტი მათ პოლიტიკური, საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება.

მედიის ინფორმაციით, ოპოზიციურ პარტიაში კონსულტანტი ნაციონალური მოძრაობის დასავლელი ლობისტების ჯგუფმა მიავლინა.ამ ფაქტს ბოლო დღეებში თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს, საიდანაც ირკვევა რომ ნაციონალურ მოძრაობას ლელოსა და როზნერის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა

ბოკუჩავასგან განსხვავებით, პარტიის სხვა წევრები დღეს მაინც ამტკიცებენ, რომ მათ ამ საკითხზე არაფერი იცოდნენ.

"ლელოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" საერთო პიარ კონსულტანტი არ უკვირთ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რომ "ლელო" და მიხეილ სააკაშვილის პარტია ერთი პოლიტიკური პლატფორმაა.

ოპოზიციის ნაწილისთვისაც "ლელოსა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის მსგავსება და საერთო უფრო მეტია, ვიდრე განსხვავება. ამბობენ იმასაც, რომ ჯერემი როზნერის რჩევები სააკაშვილის პარტიის მსგავსად, მარცხისგან ვერც "ლელოს" დაიცავს. სწორედ "როზნერ რისერჩის" კვლევას იყენებდა "ნაციონალური მოძრაობა" 2012 წელსაც, არჩევნების დროს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად და ამომრჩეველს "ნაციონალური მოძრაობის" უპირატესობასა და გამარჯვებაში არწმუნებდა.

უმრავლესობის წევრების განცხადებით, სააკაშვილის ლობისტის "ლელოში" პორტირება, წინასწარ გათვლილი გეგმის ნაწილია. მმართველ გუნდში თვლიან, რომ მარცხისთვის განწირულ ოპოზიციას პიარ სტრატეგი როზნერის რჩევები ვერ უშველის.

ოპოზიციისთვის რჩევების მიცემა როზნერს უკვე დაწყებული აქვს. მასთან კონსულტაციის შემდეგ ცდილობდა ოპოზიცია მსოფლიო ბანკის რეიტინგის გადაფარვას, რომელშიც კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო ლიდერია.

დღის ამბები