25 ნოემბერი 2024,   18:57
ვრცლად
ჯერემი როზნერი არის ადამიანი, რომელიც დღეს სჭირდება ქართულ პოლიტიკას - ირაკლი კუპრაძე

როგორ გახდა "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტი "ლელოს" პიარ-კონსულტანტი - თბილისში მყოფ ჯერემი როზნერთან ხაზარაძის პარტიის თანამშრომლობა, მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა.

მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კონსულტანტი ოპოზიციურ პარტიაში "ნაციონალური მოძრაობის" დასავლელი ლობისტების ჯგუფმა მიავლინა.

"ლელოში" აცხადებენ, რომ  ჯერემი როზნერი არის ადამიანი, რომელიც დღეს სჭირდება ქართულ პოლიტიკას:

"ლელო" თანამშრომლობს მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ამერიკულ კომპანიასთან. ეს არის საკონსულტაციო კომპანია, რომლის ერთ-ერთი სპეციალისტი არის ჯერემი როზნერი. ეს არის ადამიანი, რომელიც დღეს სჭირდება ქართულ პოლიტიკას,"- აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.

მმართველი გუნდის განცხადებით, ეს არის დასტური, რომ "ლელო" "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილია და მათ ერთიანი გეგმები აქვთ.

დღის ამბები