25 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ქურდული სამყაროს" წევრობაში, გამოძალვასა და გამოძალვაში დახმარებაში ბრალდებულ 5 პირს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ქურდული სამყაროს“ წევრობაში, გამოძალვასა და გამოძალვაში დახმარებაში ბრალდებულ 5 პირს პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 2500 დოლარის გამო, დაკავებულების მიერ, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება იგეგმებოდა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ დანაშაული თავად ბრალმდებელმა ჩაიდინა. პროკურატურა დაკავებულებისათვის პატიმრობის, ხოლო დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

დღის ამბები