25 ნოემბერი 2024,   18:56
ვრცლად
"ისინი მოქმედებენ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ ტაივანის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის - საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ" - რატი იონათამიშვილი "სამოქალაქო იდეის" დაფინანსებაზე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა თინა ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების საკითხი შეაფასა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მოქმედებს არა საკუთარი ქვეყნის, არამედ ტაივანის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის - საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ.

"ფაქტია, რომ როდესაც ეს ადამიანები აკეთებენ განცხადებებს საქართველო-ჩინეთის პარტნიორულ ურთიერთობებზე, ისინი ამ განცხადებებს აკეთებენ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე უნდა იცავდეს და პირველ რიგში, რა საკვირველია, უნდა იცავდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ვინაიდან მისი მიზანიც ამ ქვეყნის ინტერესების გატარება და დაცვა უნდა იყოს. ისინი ტაივანის, ანუ დამფინანსებლის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებდნენ განცხადებებს. აღარ გვიკვირს, რატომ იყო მათი განცხადებები მტრული ჩვენი ქვეყნის მიმართ მაშინ, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები მიესალმებოდნენ საქართველო-ჩინეთის პარტნიორულ ურთიერთობებს და ეს ზოგადად ევროკავშირისა და აზიის შემაკავშირებელი დერეფნის თვალსაზრისით იყო მიმზიდველი და არის მიმზიდველი თითოეული აქტორისთვის. ეს ადამიანები გამოდიან კრიტიკით, მაგრამ, ამავე დროს, ისინი ბოლომდე ვერ ამბობენ სიმართლეს იმიტომ, რომ იციან მათ დასამალი აქვთ და ეს დასამალი არის სწორედ ის, რომ მოქმედებენ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ დამკვეთის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის - საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები