25 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
32 წლის ნინოს საზოგადოების თანადგომა სჭირდება

32 წლის ნინოს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. ნინოს დიაგნოზია სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე - მეორე სტადია.

ახლობლების ინფორმაციით, საჭიროა სასწრაფო ოპერაცია.

"ერთი წლის წინ დაუდასტურდა ავთვისებიანი სიმსივნე, ჩაიტარა სხივური და ქიმიო თერაპია, რის შედეგადაც, დაავადება ამ დროისთვის ექვემდებარება დროებით კონტროლს. დაავადების სრულად დასამარცხებლად, საჭიროა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა.

იმისთვის, რომ ნინომ სრულყოფილად გააგრძელოს ცხოვრება, აუცილებელია, ე.წ. რობოტი და ვინჩის მეშვეობით ქირურგიული ჩარევა - მაღალი სიზუსტის თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება. სამწუხაროდ, საქართველოში არ არის შესაძლებელი აღნიშნული სამედიცინო ჩარევა, რობოტის მეშვეობით ოპერაციას სთავაზობენ თურქეთის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.

ოპერაციის თანხაა 35 700 დოლარი. (პოსტში მითითებულია ანკარის კლინიკის კალკულაცია).

ქირურგიული ჩარევა აუცილებელია უახლოეს 1 თვეში!

ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ ამ თანხის შეგროვებას და ნინოს გადარჩენას!

თითოეული ლარი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ნინოს გადასარჩენად!“, - წერენ ნინოს ახლობლები სოციალურ ქსელში.

ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი:

#GE04BG0000000533538568

მიმღების სახელი: ნინო მგელაძე

თიბისი ბანკი:

#GE54TB7920645063600034

მიმღების სახელი: ნინო მგელაძე

დღის ამბები