25 ნოემბერი 2024,   18:59
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე 7 ნოემბრის საქმე განიხილება, რომელზეც ექსპრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

საუბარია 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევაზე, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივი გზით ხელში ჩაგდებაზე. თავად სააკაშვილი სხდომას ონლაინ თავისივე გადაწყვეტილებით არ ერთვება.

ექსპრეზიდენტის წერილი სხდომათა დარბაზში მოსამართლემ წაიკითხა, თუმცა სააკაშვილი გადაწყვეტილებას არ განმარტავს. პროცესი ბრალდების მხარეების მოწმეების გამოკითხვით მიმდინარეობს.

დღეს პროკურატურას 3 დაზარალებული ჰყავს წარმოდგენილი.

დღის ამბები