25 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
"ლელოს" მოქმედი და "ნაცების" ყოფილი სტრატეგოსი "ქოცია", იქიდან გამომდინარე, რომ რასაც მოკიდა ხელი ყველაფერი ქოცებმა მოიგეს" - იაგო ხვიჩია

"ნაციონალური მოძრაობის" ლობისტი, რომელიც "ლელოს" პიარ-კონსულტანტი გახდა, თბილისშია. ჯერემი როზნერი, "კურიერის" ინფორმაციით, "ლელოს" წევრებს უკვე შეხვდა. პარტიაში ადასტურებენ, რომ როზნერთან და მის ლობისტურ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, "ლელოს" მოქმედი სტრატეგოსი "ქოცია".

"ლელოს" მოქმედი და "ნაცების" ყოფილი სტრატეგოსი "ქოცია", იქიდან გამომდინარე, რომ რასაც მოკიდა ხელი ყველაფერი ქოცებმა მოიგეს 2012 წლის არჩევნებიდან დაწყებული "ლელოს" დღევანდელი "ფორდ მუსტანგის" სტრატეგიით  დამთავრებული, ვიღაცამ რომ "ლელოს" შეტენა, ხომ ეცოდინება ნაცებს. ეტყობა, არ მოეწონათ მისი მომსახურება, არ გამოდგა წარმატებული და შეტენეს "ლელოს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ როზნერი თავის საქმეში გამოცდილია. 

"შეგვიძლია ვიდაოდ რამდენად წარმატებულია თუ არა, მაგრამ გავრცელებული პრაქტიკაა, ძალიან გამოცდილია ამ კუთხით ბატონი როზნერი. 12 წლის წინ რომ თანამშრომლობდა "ნაციონალურ მოძრაობასთან", ეს არაფერს ნიშნავს. ახლა ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ადრე თანამშრომლობდა, იყო 2012 წელს, მაგრამ ახლა, თუ "ლელოსია" ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები