25 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
უცხოეთში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი საარჩევნო კანონმდებლობით რეგულირდება - გიორგი კალანდარიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობაში გაწერილია, თუ როდის და რა ფორმულით შეუძლია ემიგრაციაში მყოფ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

"უცხოეთში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი რეგულირდება საარჩევნო კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რომლებიც ადგენენ შესაბამის ვადებს, წესსა და პროცედურებს, თუ როგორ, როდის და რა ფორმით უნდა მოხდეს არჩევნებში მათი მონაწილეობის საკითხების ორგანიზება და უზრუნველყოფა", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

დღის ამბები