25 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
თბილისის ცენტრალურ "იუსტიციის სახლს" არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაცია ეწვია

თბილისის ცენტრალურ "იუსტიციის სახლს" არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაცია ეწვია. ვიზიტი საქართველოს მთავრობის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამის მთავარი მიზანი სახელმწიფოების მიერ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებაა. დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ "იუსტიციის სახლში" დანერგილ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ სიახლეს.

დელეგაციას "იუსტიციის სახლის" მუშაობის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ მიაწოდეს.

დღის ამბები