საქართველოში ამინდი უარესდება - აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან - ძლიერი ნისლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდოს.