25 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
"ვინმეს ბრალეულობას ან დანაშაულს ვერ შევაფასებ, მე მხოლოდ ფაქტებზე შემიძლია საუბარი" - გარეჯის საქმეზე ჩვენებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აძლევს

დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოს ამ დრომდე ჩვენებას აძლევს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ლაშა დარსალია დავით გარეჯის საქმის ფარგლებში იკითხება. ის 2019 წლიდან დღემდე სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარეა.

მოწმემ სასამართლოს უთხრა, რომ 2020 წელს აზერბაიჯანს აჩვენეს 200 000-იანი რუკა, სადაც საქართველოს სასარგებლოდ იყო ხაზი გავლებული. ამ წუთებში საქართველოს საგარეო საქმეთა მოადგილეს კითხვებს დაცვის მხარე უსვამს.

მანამდე კი 1.5 საათის განმავლობაში მის მიმართ პროკურორს ჰქონდა. ბრალდების მხარე ინტერესდებოდა იმ გარემოებებით თუ რა ვითარება დახვდა მას მაშინ, როდესაც კომისიის ხელმძღვანელი გახდა და რა პოზიცია ჰქონდა ივერი მელაშვილს მაშინ, როცა მას წარუდგინეს 200 000-იანი რუკა.

"ვინმეს ბრალეულობას, ან დანაშაულს ვერ შევაფასებ, მე მხოლოდ ფაქტებზე შემიძლია საუბარი," - თქვა სხდომის დაწყებამდე ლაშა დარსალიამ, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეა.

სასამართლო პროცესზე დღეს მხარეებმა კონკრეტული დოკუმენტაციების წარადგინეს. სხდომა გრძელდება, მიმდინარეობს ბრალდების მხარის მოწმის დაკითხვა.

შეგახსენებთ, რომ გარეჯის საქმის ფარგლებში ბრალდებულები არიან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. პროკურატურა მათ ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებას ედავება.

დღის ამბები