25 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
საქპატენტში "ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელებთან და ავტორ-შემსრულებლებთან შეხვედრა გაიმართა

საქპატენტში "ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელებთან და ავტორ - შემსრულებლებთან შეხვედრა გაიმართა.

საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, ასოციაციას აკრედიტაციის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქპატენტი მხარს დაუჭერს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვას.

გიორგაძის განმარტებით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი რეგულაციებით დადგენილ გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და ეფექტიანი საქმიანობის პრინციპების შესრულებას.

დღის ამბები