25 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
ძლიერი თოვლი, ნისლი და ლიპყინული - აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება

22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე, აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა.

ამასთან, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

"22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები