ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია იუნანში, ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად, სულ მცირე, 47 ადამიანია მოყოლილი მიწისა და ნანგრევების ქვეშ, - ამის შესახებ BBC წერს.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
რეგიონიდან 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.