რუსთავში კიდევ ერთი ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. პროექტი ტაშკენტის ქუჩაზე სამანქანე გზის, ტროტუარების, სანიაღვრე ქსელის, ველობილიკების, საპარკინგე და მწვანე ზონების მოწყობას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე, სამუშაო შეხვედრა გამართა რუსთავის მერმა.
ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ახალი პროექტის ღირებულება, თითქმის, სამ მილიონ ლარს აღწევს და ის ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
"როგორც ადგილობრივების, ისე მთავრობის მხარდაჭერით, სამი მილიონი ლარი გამოიყო, სწორედ ამ პროექტისთვის. დაიწყო სამუშაოები. მოეწყობა როგორც ცენტრალური საგზაო ნაწილი, ისე დაემატება ახალი რეკრეაციული სივრცეები. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქს შეემატება კიდევ ერი ევროპული, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო ქუჩა", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.