25 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა კახეთში - დაჭრილია სამი ადამიანი

თელავის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ლაფანყურში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურში გადაიზარდა, რა დროსაც, ერთმა პირმა სამ თანასოფლელს სანადირო თოფიდან ესროლა. ისინი, მიღებული ჭრილობებით, თელავის რეფერალურ და ყამბარაშვილის კლინიკებში გადაიყვანეს. დაჭრილებს ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ.

რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების ზუსტი მიზეზი, უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები